კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი
GEO | ENG
განათლებისა და მეცნიერების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განვითარების მიზნით, 1999 წლის 26 ივლისს დაფუძნდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - „გრენა”. ასოციაცია „გრენა“-ს დამფუძნებლები არიან ხუთი წამყვანი უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.

ასოციაცია „გრენა”-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
1. მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
2. სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
3. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
4. მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება. 
5. ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.